http://forum.ge/?f=50&showtopic=34231943 1981 წლის შემდეგ გამოშვებულს ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN). VIN კოდი ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენება, მათ შორის კონკრეტული ავტომობილის ისტორიიდან მნიშვნელოვანი ცნობების მოსაპოვებლად. VIN-ს ასევე აქვს სხვა მრავალი გამოყენება. მაგალითად, სერვის მაღაზიები იყენებენ ვინ კოდს ავტომობილის მწარმოებლის მიერ დამონტაჟებული ძრავის, ტრანსმისიის და სამუხრუჭე სისტემების იდენტიფიკაციისთვის, რომ შეძლონ ავტომობილის გამართულად მომსახურება. კანონდამცავი ორგანოები იყენებენ VIN კოდს მოპარული ავტომობილების და ნაწილების აღმოსაჩენად და დასაბრუნებლად. ავტო მწარმოებლები VIN კოდს იყენებენ გამოხმაურებების დახმარებით უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.
VIN კოდის მოძებნა
VIN კოდი მანქანაში რამოდენიმე ადგილზე მდებარეობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბამპერზე (თქვენ შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი ასევე საქარე მინაზე) და მძღოლის მხარეს კარის ჩარჩოს სტიკერზე . ზოგ ავტომობილზე VIN კოდი ასევე განთავსებულია ძრავზე, hood-ზე და სხვა ავტო ნაწილებზე. VIN კოდი ასევე ჩაწერილია ავტომობილის საბუთებში, ავტომობილის ტექ. პასპორტში, სადაზღვევო პოლისში და პოლიციის ჩანაწერებში. სიმბოლოები VIN კოდში შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის გამოშვების წელის, მწარმოებლის, მოდელის, გამოშვების ადგილის და სხვ. VIN კოდის დეკოდირება ნიშნავს ამ სიმბოლოების გაშიფვრას. VIN კოდი ასევე გამოიყენება CARFAX-ის, AUTOCHECK-ის და სხვა ბაზებიდან ავტომობილის ისტორიის ამონაწერის მისაღებად.
თანამედროვე ტექნოლოგიები
Search This Blog
Wednesday, April 27, 2011
ავტომობილი (ავტო... და ლათ. mobilis - მოძრავი), ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.
პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა ამოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).

Subscribe to:
Posts (Atom)